Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოკა გაბაშვილი: მერიას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და კაცთმოძულე ენის მქონე პირი დაემატა

17 ნოემბერი, 2017 17:55

„ევროპული საქართველო - თბილისის” წევრებმა დატოვეს თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა, რომელზეც თბილისის ახალი მთავრობის წევრების კანდიდატურებს განიხილავენ. განცხადება სხდომის დატოვების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა გააკეთა.  

დღეს საკრებულოს სხდომაზე გამგებლები და საქალაქო სამსახურის უფროსები უნდა დაამტკიცონ. შეხვედრას არ ესწრება თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე. ოპოზიციურმა პარტიებმა კახა კალაძე საკრებულოში არმისვლის გამო გააკრიტიკეს

„მასთან გვქონდა შეკითხვები: რატომ დარჩა პოსტებზე იგივე ნარმანიას გუნდი, რომელსაც აკრიტიკებდა წინასაარჩევნო პერიოდში? რატომ დაემატა ამას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და კაცთმოძულე ენის მქონე წარმომადგენლები? რატომ დარჩა სუს-ის კონტროლი? და ა.შ. ძალიან ბევრი შეკითხვა, რაზეც მოველოდით, რომ ბატონი კახი, როგორც წესი და რიგია, როგორც პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, მობრძანდებოდა და გვიპასუხებდა.

არ გაწუხებთ, რომ ახლად არჩეული მერი ახლად არჩეულ საკრებულოში არ მოვიდა? როგორც ვიცი თამადაც გყავთ, და ამ სიამტკბილობაში დაგტოვებთ და შემოგიერთდებით საკრებულოს სხდომაზე“, - მიმართა გაბაშვილმა საკრებულოს უმრავლესობას.

კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს სხდომა დაიწყო, რომელშიც „ევროპული საქართველოს" წევრები ჯერჯერობით მონაწილეობენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^