Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენმ-ის მოთხოვნა, განსახილველი საკითხებიდან ამოღებულიყო ჭონქაძის დანიშვნა, არ დაკმაყოფილდა

17 ნოემბერი, 2017 17:59

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა იყო, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხიდან ამოეღოთ საკითხი, რომლის თანახმად, მერიის უსაფრთხოების უფროსად ნუგზარ ჭონქაძე ინიშნებოდა. მოთხოვნა საკრებულომ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ კახა კალაძემ თბილისის ყოფილ მერ დავით ნარმანიაზე ბევრად ცუდად დაიწყო თავისი მერობის პირველი დღეები. მისი თქმით, კალაძის სხდომაზე მიუსვლელობა საკრებულოს უპატივცემულობაა. 

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდად ნარმანიაზე ბევრად ცუდად იწყებს ბატონი კალაძე თავისი მერობის პირველ დღეებს. ის, რომ დღეს საკრებულოშიარ მობრძანდა, ეს ნიშნავს ჩვენი საზოგადოების უპატივცემულობას, მათ შორის პატივცემულო დეპუტატებო, თქვენს უპატივცემულობას. ქალაქში ძალიან ბევრი მწვავე კითხვა, ბევრი პრობლემა დაგროვდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“, - წევრმა ირაკლი ნადირაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^