Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში - შესაძლოა საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს

20 ნოემბერი, 2017 19:19

გერმანიაში სამთავრობო კოალიციის შექმნის მცდელობა, სავარაუდოდ, ჩაიშლება. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დიდი შანსია „თავისუფალ დემოკრატებს“, „მწვანეებსა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსს“ შორის, რომელსაც ის წარმოადგენს, შეთანხმება ვერ შედგეს. ამ შემთხვევაში გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება და არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

მემარჯვენე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები 4-კვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დატოვეს. მათი განცხადებით, „თავისუფალ დემოკრატებს“, კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსს“ და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ „მწვანეებს“ შორის იმდენი საერთო ვერ გამოინახა, რომ კოალიცია შექმნილიყო.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის მოვალეობას ჯერჯერობით ისევ შეასრულებს. ის პრეზიდენტ შტაინმაიერთან კონსულტაციებს გაივლის, რათა პოლიტიკურ პროცესში ჩართოს და კრიზისის თავიდან აცილება შეძლონ. პარტიებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა საფრთხეს უქმნის მერკელის კანცლერად კიდევ ერთი ვადით არჩევას. არსებობს მცირე შანსი, რომ სამომავლოდ კოალიცია მისი პარტიის მონაწილეობის გარეშეც ჩამოყალიბდეს. „დღეს არის დღე დაფიქრებისთვის, თუ როგორ წავიდეს გერმანია წინ. მე როგორც მოქმედი კანცლერი, ყველანაირად შევეცდები, რომ გერმანიას პრობლემები არ შეექმნას მომავალ რთულ კვირებში“, - თქვა ჟურნალისტებთან მერკელმა.

სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებების ჩავარდნა მოულოდნელი იყო ქვეყნისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში არ ყოფილა. ჟურნალმა „შპიგელმა“ ეს მოვლენები შეადარა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასა და ბრექსიტს, როგორც წლების განმავლობაში ნაშენი სტაბილურობის რყევას.

„უნიჭო თეატრალურობაში“ დაადანაშაულა „თავისუფალი დემოკრატები“ მიკაელ კელნერმა „მწვანეებიდან“ და თქვა, რომ ისინი კოალიციაზე მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებდნენ. ამის პასუხად, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ სჯობს საერთოდ არ მართო, ვიდრე ცუდად მართო. მისი თქმით, მხარეები საერთო განათლებისა და საგადასახადო საკითხებზე ვერ გამონახეს.

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სულ 6 პარტია იღებდა მონაწილეობას. „ქრისტიან-დემოკრატების“ შემდეგ მეორე ადგილზე „სოციალ-დემოკრატები“ გავიდნენ, რომლებმაც ხმების 20%-ზე მეტი მიიღეს. ისინი წინა კოალიციის წევრები იყვნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ ახლა ოპოზიციაში გადადიან და მერკელთან მოლაპარაკებებს არ გამართავენ. კოალიციაზე მოლაპარაკებებს მიღმა დარჩა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ულტრამემარჯვენე პოზიციას იკავებს, და „მემარცხენეები“.

ამის ფონზე, გერმანიას ახლა ორი ალტერნატივა აქვს: ან მერკელი უმცირესობის მთავრობას ჩამოაყალიბებს, ან პრეზიდენტი ხელახალ არჩევნებს დანიშნავს. თუმცა, მანამდე შესაძლოა შტაინმაიერის ჩარევის და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინების შემდეგ ან „სოციალ-დემოკრატებმა“ შეიცვალონ აზრი და კოალიციაში ჩაერთონ, ან “თავისუფალი დემოკრატები“ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^