Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იან კელი: ვიცით, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები მიღებულია

22 ნოემბერი, 2017 13:22

„ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია“, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას.

მისი შეფასებით, ორი საკითხია მნიშვნელოვანი - ადამიანების უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. 

„აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი, პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება, მეორე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას," - განაცხადა იან კელიმ. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

„რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^