„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილი სასწრაფო დახმარების სამმა მანქანამ დატოვა.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფების წევრები იმყოფებიან. სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.