Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სპეცოპერაციის მსვლელობისას არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა

22 ნოემბერი, 2017 20:02

შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტრტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციაში უსაფრთხოების სამსახურთან ერთად  მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. 

„საპატრულო პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სპეცოპერაციის განმავლობაში მიმდებარე პერიმეტრს იცავდა. პოლიციის მიერ ეტაპობრივად განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებდნენ მოქალაქეების გადაადგილებას. საპატრულო პოლიციის ყველა ქმედება მიმართული იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისკენ.

სპეცოპერაციის მსვლელობისას არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. მთელი დღის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და შს მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია.

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ოთხი სპეცრაზმელის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო, "- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დასრულდა. სუსის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი, ლიკვიდირებულია სამი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^