Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: სწორი იქნება, თუ პარლამენტი ომბუდსმენს NGO-ების მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს

23 ნოემბერი, 2017 22:43

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ომბუდსმენის კანდიდატურაზე მხარს არასამთავრობოების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დაუჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს

პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს და სახალხო დამცველს მათ მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

“სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებული კანდიდატები საკმაოდ ღირსეული კანდიდატები არიან. მათ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება. არასამთავრობო სექტორმა პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდება. მე გამოკვეთილი ფავორიტი კანდიდატი არ მყავს. მთავარია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის მისაღები პირებიდან მოხდეს ერთ-ერთის დასახელება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა. 

სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება. 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსულტაციები ჩატარდა. ჩვენ დღეს შეხვედრაზე ვსაუბრობდით კრიტერიუმებზე, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ კანდიდატებმა. ცხადია, ჩვენ დავასახელეთ ჩვენი კანდიდატებიც. ასევე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რომ ტრადიცია, რაც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში NGO-ების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება. ცხადია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუკი ჩვენ მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან ერთ-ერთი იქნება შერჩეული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნამდვილად წაადგება ამ ოთხი ადამიანიდან ერთის არჩევა“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^