Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნა

24 ნოემბერი, 2017 12:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით V სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 24 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.  სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. 

სამიტის ფარგლებში განხილული იქნება სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცება. აღნიშნული მიზნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაწერილ იმ 20 საკითხს შორისაა, რომელიც 2020 წლამდე პერიოდზეა გათვლილი. 

სამიტის დასასრულს მიღებული იქნება საბოლოო დეკლარაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^