Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტრო: მინისტრის მეოთხე მოადგილე ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება

24 ნოემბერი, 2017 12:50

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ოთხი მოადგილე ეყოლება. 

მინისტრის პირველი მოადგილედ კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი რჩება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

სამინისტროს ცნობით, ალექსანდრე თევზაძემ დაამთავრა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს მათემატიკაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (ასტროფიზიკის სპეციალობით) მიენიჭა.

2005 წლიდან დღემდე ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი). ამავდროულად, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევრისა და მკვლევრის თანამდებობებს იკავებდა.

 ალექსანდრე თევზაძე 2009 წლიდან არჩეულია თსუ-ის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორია.

სამინისტროს ცნობით, რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, მიმდინარეობს ინტეგრაციისთვის მზადება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^