Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის სამინისტრო: სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება

29 ნოემბერი, 2017 18:37

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს, 2020 წელს დასრულდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩაჟაშში მდებარე 40-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი უკვე რეაბილიტირებულია. ასევე დასრულდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ქვის კონსერვაციისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები.

„მიმდინარე წელს შეკეთდა ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბი და კოშკი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვალა და განახლდა.

2016 წლიდან რეაბილიტაციის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად ჩართულია ფონდი „ქართუ“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტებში, სახელმწიფო უწყების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაციაა. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 3 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 70-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. 

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელსაც მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^