Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

07 დეკემბერი, 2017 10:44

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა დაიწყოს მზადება შეერთებული შტატების საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადასატანად.

„იერუსალიმი არის მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგიის ცენტრი, ის ასევე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დემოკრატიის ცენტრი,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. „ბოლო 70 წლის განმავლობაში ისრაელელებმა ქვეყანა ააშენეს, სადაც ებრაელები, მუსლიმები, ქრისტიანები და ყველა სხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ და აგრძელებენ ღვთისმსახურებას,“ - დასძინა მან.

ტრამპის თქმით, „ამერიკა გააგრძელებს დაუღალავ მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ორივე მხარისთვის - როგორც ისრაელის, ასევე პალესტინისთვის - მისაღები იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ.“

არაბული და სხვა მუსლიმური სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ამ სადავო გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, რეგიონში არსებული ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

პალესტინელებმა „მრისხანების სამი დღე“ გამოაცხადეს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. რომის პაპმა ფრანცისკემ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თურქეთმა კი „ისლამური თანამშომლობის ორგანიზაციის“ წევრთა შეკრება მოითხოვა საპასუხო ქმედების დასაგეგმად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა თელავივიდან საელჩოს გადატანას არ აპირებს.

განცხადებამდე, პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ახლო აღმოსავლეთის 5 ქვეყნის ლიდერს და მათ გადაწყვეტილების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის იყვნენ ისრაელის პრემიერი, პალესტინელთა ლიდერი, იორდანიის მეფე, ეგვიპტის პრეზიდენტი და საუდის არაბეთის მეფე.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^