Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატი შალელაშვილი პრემიერ-მინისტრს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას სთხოვს

07 დეკემბერი, 2017 11:18

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ინიციატივას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ისრაელის დედაქალაქად აღიაროს იერუსალიმი.

შალელაშვილის აზრით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და გახდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის მონაწილე. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.

მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას.

მე მჯერა თქვენი, როგორც გონიერი და მტკიცე ხასიათის მქონე პოლიტიკური ლიდერის, რომელიც ადეკვატურ შეფასებას მისცემს საკითხის მნიშვნელობას, სწორად შეაფასებს მის მასშტაბურობას და საქართველო, თქვენი უშუალო მეთაურობით, გახდება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს“ - წერს შოთა შალელაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^