Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოთში ქართველი მსაჯი ილია ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს

07 დეკემბერი, 2017 12:51

ფოთში, მალთაყვაში ქართველი მსაჯი ილია ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა, როგორც ოჯახის წევრები „რუსთავი 2-თან“ აცხადებენ,  ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. 

„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს. არ ვიცი, რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“ - განუცხადა ილია ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა „რუსთავი 2-ს“.

ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს.

ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგას.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“,- ნათქვამია „ფეხბურთის ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^