Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებაზე: გვექნება მსჯელობა და დავაფიქსირებთ პოზიციას

07 დეკემბერი, 2017 14:48

„უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის პრემიერისადმი მიმართვას, სადაც ინიციატივას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ისრაელის დედაქალაქად აღიაროს იერუსალიმი. პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას ექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას. 

„უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ  ის მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს

„ტრამპმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა საკუთარი, ჩემი რწმენით სამართლიანი დამოკიდებულება იერუსალიმის მიმართ, რომელიც ისტორიულად სამი წამყვანი რელიგიისთვის უმაღლესი საკრალური მნიშვნელობის ქალაქია. ტრამპმა განაცხადა გადაწყვეტილება საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადასვლის შესახებ.

შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხვდე ამ ამბავს, თუკი გესმის ებრაელი ხალხის ისტორია და თავს თვლი ამ ქვეყნის მეგობრად. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ესაა ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

მისი თქმით, საქართველო არ უნდა ჩამორჩეს პროცესებს და მხარი უნდა დაუჭიროს ამ პროცესს. 

„ამერიკის პრეზიდენტმა ეს შეძლო, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს პოზიციას მასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, მაშინ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ პროცესებს და მას მხარი უნდა დაუჭიროს. ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კვაჭანტირაძემ. 

დეპუტატი შალელაშვილი პრემიერ-მინისტრს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას სთხოვს

ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^