Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ იერუსალიმში შეტაკებები დაიწყო

07 დეკემბერი, 2017 18:25

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა დაიწყოს მზადება შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადასატანად.

„ამერიკა გააგრძელებს დაუღალავ მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ორივე მხარისთვის - როგორც ისრაელის, ასევე პალესტინისთვის - მისაღები იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ტრამპმა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის განცხადებას „ისტორიული და საეტაპო“ უწოდა. მაგრამ ვაშინგტონის სხვა ახლო, დასავლელი მოკავშირეები, როგორებიცაა ბრიტანეთი და საფრანგეთი ტრამპის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ. 

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ აშშ-მა ამოწურა თავისი სამშვიდობო ძალისხმევა და ის შუამავლის როლს ვეღარ შეასრულებს. მან პალესტინის საერო და ისლამისტურ ფრაქციებს მოუწოდა გააპროტესტონ აშშ-ის ეს განცხადება, რადგან არც ერთ ქვეყანას არ აქვს თავისი საელჩო იერუსალიმში.

„დროა ოფიციალურად უნდა ვაღიაროთ იერუსალიმი, როგორც ისრაელის დედაქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ წინა პრეზიდენტები ამ დაპირებას იძლეოდნენ, მათ ეს ვერ შეძლეს. დღეს მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ტრამპმა. 

BBC-ის ინფორმაციით, ტრამპის ამ განცხადების შემდეგ პალესტინელებმა პროტესტის ნიშნად გაფიცვა მოაწყვეს დასავლეთი სანაპიროსა და ღაზას სექტორში. ისინი ცდილობენ აიღონ ქუჩები.  ისრაელმა ასობით ჯარისკაცი დაამატა დასავლეთ სანაპიროს, რათა დაძაბულობა თავიდან იქნას აცილებული. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 8 პალესტინელი დაშავდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^