Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო: აუცილებელია ძალადობის შემცველი ფილმების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა

08 დეკემბერი, 2017 22:17

საქართველოს საპატრიარქო სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„ქ. თბილისში და წყალტუბოს რაიონში რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარმა დაპირისპირებებმა, რომელმაც სამი სიცოცხლე შეიწირა, მთელი ქვეყანა შეძრა და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია სკოლებში მოზარდთა აღზრდის და, საერთოდ, მათი ცხოვრების უკეთ წარმართვის მიზნით.

ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია რთულია, რადგანაც ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს; ეს კი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.

აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.

აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა.

საქართველოს ხელისუფლებასა და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გვინდა განვუცხადოთ, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში.

გვჯერა, საერთო ძალისხმევით მიღწეული იქნება დადებითი შედეგი და შევძლებთ ჩვენი შვილებისათვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას ურთიერთ¬პატივისცემისა და სიყვარულის საფუძველზე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^