Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატიმრების ნაწილი შიმშილობას აანონსებს - თეთრი ხმაურის მოძრაობა

09 დეკემბერი, 2017 15:06

„ხვალ, პატიმრების გარკვეული ნაწილი, აპირებს, დაიწყონ შიმშილობა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ხვალინდელ აქციას და მოუწოდებენ პარლამენტს, უმოკლეს ვადებში მიიღონ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია", - ამის შესახებ დღეს, „თეთრი ხმაურის" აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში ადამიანები ელოდებიან ამ კანონპროექტის მიღებას, ესაა ერთადერთი შანსი, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვიწოდო მათ, თუ ჩათვლიან რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, იქნებ კიდევ ერთხელ შეიკავონ თავი [შიმშილობის დაწყებისგან], და თუ კანონპროექტი არ გავა და ჩვენ ვერ შევუსრულებთ მათ დანაპირებს, მე ვპირდები მათ, რომ შევუერთდები და მათ გვერდით ვიქნები, ჩვენ მივიღებთ რადიკალურ ზომებს", - აღნიშნა წიქარიშვილმა. 

რომელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაზეა საუბარი, ამისგან წიქარიშვილმა თავი შეიკავა. მან აღნიშნა, რომ ჯერ სახალხო დამცველს უნდა მიმართონ, რათა პატიმრების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. 

ხმაურის მოძრაობის აქცია ხვალ, 10 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^