Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გამოდი გარეთ ახალი ნარკოპოლიტიკისთვის", - ხვალ, ვარდების მოედანზე აქცია იმართება

09 დეკემბერი, 2017 16:53

„გამოდი გარეთ ახალი ნარკოპოლიტიკისთვის", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" საზოგადოებას მოუწოდებს, ხვალ, 10 დეკემბერს, 5 საათზე ვარდების მოედანზე აქციას შეუერთდნენ. 

„გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის",  - მოძრაობაში ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის კანონპროექტის უცვლელად მიღება ხელისუფლების ვალდებულებაა.

„დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს,
დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს,
რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის!

ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს,
აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს, 
გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ,
გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.

აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.

სახელმწიფო ვალშია ჩვენთან!
და კანონპროექტის უცვლელად მიღება 
არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.

გავიდეთ გარეთ!

დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ.
დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ.
დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება.

ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!", - აცხადებენ მოძრაობის წევრები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^