Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ასათიანი: ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ

10 დეკემბერი, 2017 18:59

ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და არჩევნებში მეორე ადგილას გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ასათიანმა ასევე მიმართა საარჩევნო კომისიის წევრებს, დაუბრუნდნენ ლეგიტიმურ პროცესს და არ დააყენონ საფრთხის წინაშე ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები. 

” ადვოკატთა კორპუსმა ერთად გადაწყვიტოს ვინ იქნება ასოციაციის თავმჯდომარე. თუ ბატონი ჯანაშია მართლაც არის დამოუკიდებელი კანდიდატი და დამოუკიდებელი ფიგურა ამ არჩევნებში და არ გააჩნია გარკვეული გავლენები სხვა პირთა მხრიდან, თუკი მას ამოძრავებს ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს. დააბრუნონ მათი კანდიდატები საარჩევნო კომისიაში, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და გამოვაცხადოთ მეორე ტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ქმედება ასოციაციის დისკრედიტაციის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად ჩაითვლება, რაც ასოციაციის გახლეჩვას გამოიწვევს”, - განაცხადა დავით ასათიანმა პრესკონფერენციაზე.

დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა აცხადებენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გაყალბდა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს.  არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. როგორც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ეს არ არის საბოლოო შედეგი და შესაძლოა, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართოს. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის. 

წესის თამახმად, გამარჯვებულმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს, არჩვენებში სულ 2324 ადვოკატი დარეგისტრირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^