Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WNM: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ახალი წლის განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება

10 დეკემბერი, 2017 19:59

„მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „თეთრი ხმაურის მოძრაობა" გაემიჯნება პროცესს და ალტერნატიული ბრძოლის მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება", - ამის შესახებ მოძრაობის აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა დღეს, ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით გამართული აქციის დასასრულს განაცხადა.

„მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გაიაზრონ დაპირებული ცვლილება და წერტილი დაუსვან ნულოვანი ტოლეტანტობის პოლიტიკას მომხმარებლებთან და ადამიანებთან მიმართებაში.

ჩვენი აზრით, ის პარლამენტარები, რომლებიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის საპარლამენტო (და არამარტო) ისტორიაში შევლენ როგორც პროგრესულები, ჰუმანური ღირებულებების მატარებლები, მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ ადამიანებად.

პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ ფაშისტებად, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცამები საჯაროა, სწორედ საჯაროდ, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით მათი სახეებით და საკადრისი შეფასებებით აივსება.

პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ იმ პარლამენტარებზე უარეს პირებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათ იგივე ბედი ელის რაც მოწინააღმდეგეებს.

მხოლოდ ორი არჩევანი, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს.

„ჩვენ ვითვლით წამებს", - განაცხადა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" მოთხოვნებია:

1. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაჩქარებულ რეჟიმში, გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. მოვითხოვთ, წლის ბოლომდე ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას.

2. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გახდეს. ჩვენ, საზოგადოებას, რეალურ დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების დევნა, ჩაგვრა, წამება და მკვლელობა. პოლიციის ჰუმანიზაციისა და სისტემური რეფორმირების პროცესში, ერთ-ერთი აუცილებელი ცვლილება სწორედ ინიცირებული დეკრიმინალიზაციის კანონპროექტია .

3. მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, სასწრაფო რეჟიმში ნარკოდანაშაულში მსჯავრებული პირების მასობრივი შეწყალება უზრუნველყოს. საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

NDI: მოსახლეობის 29% საქართველოს ევრაზი ...

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

NDI: ევროკავშირში გაწევრებას მოსახლეობის ...

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კ ...
15 იანვარი
15 იანვარი

რუსთავში გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლ ...

რუსთავში ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელ ...
^