Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ►„არ დავთმოთ ღამე“ - ქალების მსვლელობა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

10 დეკემბერი, 2017 22:02

“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ორგანიზებით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ღამის მსვლელობა მოეწყო. "არ დავთმოთ ღამე"- ამ მოწოდებით ქალები ყოველწლიურად ქალაქის ქუჩებში გამოდიან და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.

წლევანდელი მსვლელობა მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას მიეძღვნა. მსვლელობა გმირთა მოედნიდან დაიწყო. ქალებმა ყველაზე გრძელი მიწისქვეშა გადასასვლელი გაიარეს შეძახილებით - "ეს ღამე ჩვენია", "დუმილი ვერ დაგვიცავს", "არ დავთმოთ ღამე".

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  მნიშვნელოვანია მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა არ მიეცეს და განიხილებოდეს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი. 

"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" მოთხოვნებია: 

➡ სათანადო ყურადღება მიექცეს ამ საკითხის მნიშვნელობას სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში;
➡ დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს განათებების პრობლემა ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში;
➡ მოხდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, რადგან განათებების მოწესრიგება პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია ძალადობის შესაჩერებლად. ქალებს გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სივრცეები, რათა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევძლოთ თავისუფალი გადაადგილება.

ქალების მსვლელობა გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევის გავლით უნივერსიტეტთან გაგრძელდა, სადაც აქციის წევრებმა სექსუალური შევიწრიების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაარიგეს. აქცია ახალი მზიურის კაფეში ფილმის ჩვენებით და დისკუსიით დასრულდა. დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც გაიმართა, ამერიკის უნივერსიტეტებში გაუპატიურების პრობლემას ეძღვნება. 

"არ დავთმოთ ღამე" საერთაშორისო აქციაა, როემლსაც საქართველო "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ინიციატივით უკვე მეორე წელია უერთდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^