Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინების წახალისების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტს 70 საქორწინო კაბა გადაეცა

11 დეკემბერი, 2017 14:09

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ქართული ბრენდი - მარი გოლდის“ ორგანიზებით, ჭიათურაში დემოგრაფიული ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის ქუჩებში საქორწინო კაბების ჩვენება მოეწყო. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,  ინა ასანიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ ღონისძიება ქორწინების წახალისების მიზნით გამართეს. 

„კაბებს რაც შეეხება, დიზაინერი საკმაოდ ცნობილი თამარ ნადირაძეა. კომპანია „მარი გოლდი“, ალბათ, გაგიგიათ. ყველაზე ცნობილია დღეს საქართველოში. თამარი ჭიათურიდან არის  წარმოშობით და ჭიათურის რიტუალების სახლს პატივისცემის ნიშნად საჩუქრად გადასცა 70-მდე კაბა. ანუ ყველა გოგონას, ვინც იქორწინებს, სანამ საკმარისი იქნება ეს კაბები, რიტუალების  სახლი თავისი მაკიაჟითა და ვარცხნილობით საჩუქრად გადასცემს ამ კაბას ნებისმიერ პატარძალს. ეს არის ქორწინების წახალისებისთვის, რადგან შობადობა გაცილებით ნაკლებია ჩვენს რაიონში, ვიდრე სხვაგან. რაკი თავად „მარი გოლდის“ დაფუძნებელი თამარ ნადირაძე არის ჭიათურელი და ჩვენი მერიც არის ნადირაძე, ეს თამარმა გაგვიკეთა საჩუქრად მუნიციპალიტეტეს და ვფიქრობ, რომ ქორწინების წახალისებისთვის ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი. თითო კაბა 500-დოლარიანია, მინიმუმ“, - განაცხადა ინა ისანიძემ.

მისივე განმარტებით, დემოგრაფიული ფონდი 2013 წელს „მთის კანონის“ კანონპოროექტის ავტორებმა დააფუძნეს. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა დემოგრაფიული ფორუმი და ის მცხეთაში გაიხსნა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი. დემოგრაფიული ფონდი გაიხსნა 2013 წლის 3 მარტს, თბილისში. დამფუძნებლები არიან იმ ინიციატივისა და კანონპროექტების ავტორები, რომლებმაც გაიტანეს  „მთის კანონი“. ისინი ახლა დაბერების პოლიტიკაზე მუშაობენ.  ფონდში გაწევრებული ვარ მე და ასევე უამრავი  პროფესორ-აკადემიკოსი, მეცნიერი.  „მთის კანონზე“ ერთობლივად ყველა ვმუშაობთ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

NDI: სანდო ინფორმაციის მისაღებად 46% „იმ ...

NDI-ის კვლევის შედეგებით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, გამოკითხულთა 46% ტელეკ ...
16 იანვარი
16 იანვარი

NDI: მოსახლეობის 29% საქართველოს ევრაზი ...

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

NDI: ევროკავშირში გაწევრებას მოსახლეობის ...

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კ ...
^