
გორის მერის, კოტე თავრაზაშვილის თქმით, გორში იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, თუ მოსახლოების ნება იქნება და სამართლებრივად მოხერხდება ამის ჩარჩოში მოქცევა.
„თუ მე, როგორც აღმასრულებლი ხელისუფლების წარმომადგენელს, მექნება საშუალება, რომ დაიდგას ეს ძეგლი, მე მას დავდგამ, მაგრამ ჯერ ამას წინ უნდა უძღოდეს მოსახლეობის ნება და სამართლებრივად უნდა იდგეს ჩარჩოებში. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება და და მექნება შეკვეთა მოცემული, მე ვალდებული ვიქნები, რომ ეს აღვასრულო.
მაგრამ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, როგორც ისტორიული პიროვნების, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ძეგლი უნდა იდგეს მუზეუმის ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო გამართლებული. რაც მე გითხარით, თუ ამის საშუალებას და დავალებას მომცემს ჩემი მოსახლეობა და ქართველი ხალხი, მე ვალდებული ვიქნები, ეს შევასრულო. სხვა შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება, ჩემი ნებით დავდგა ძეგლი“, - განაცხადა გორის მერმა ტელეკომპანია „დიას“ ეთერში.