Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: სამსახურებრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით მიმალული გუშაგი დაკავებულია

14 დეკემბერი, 2017 14:32

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს. 

„შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურებრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 2017 წლის 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით“, - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტო

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^