Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

15 დეკემბერი, 2017 16:01

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტს  მეორე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა

კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელზეც დღეს მუხლობრივად იმსჯელეს, დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული დამატებითი კონსულტაციების შედეგად მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციაზე შეჯერება მოხდა.

მისი თქმით, რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროებას.

„გუშინ საღამოსაც შედგა დამატებითი განხილვები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და ამის საფუძველზე შევჯერდით გარკვეულ პოზიციაზე. პირვანდელი შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროსი იყო ის, რომ ჩვენ პირდაპირ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა, ამით, რა თქმა უნდა, ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადადაც არის მიუღებელი, ანუ ამ დონეზე გაფართოება ჩარევის საფუძვლის არის პირადად ჩემთვის მიუღებელი, ისევე, როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე, რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროებას. ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ანუ, ეს ოთხი კრიტერიუმი რჩება ძალაში და უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, დაკონკრეტდა სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის ინფორმაციის აღიარების კრიტერიუმები და საფუძვლები.

„ეს იძლევა დამატებით კიდევ ერთ შედეგს, იყო წინა განხილვაზე აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოების საკითხებთანდაკავშირებით, რომ საფრთხე არ შექმნოდა სამართალწარმოების ინტერესებს და ეს ინტერესიც არის სათანადოდ ასახულიამ რედაქციაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^