Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

15 დეკემბერი, 2017 20:55

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტს მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს პუნქტი ემატება, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“.

პროექტით, უზრუნველყოფილი ხდება აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია.

რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის რეგულაციას, აპრილში დადგინდება ის პირობები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

ამასთან, გახანგრძლივდა მინიმალური ვადა და საარჩევნო დავაზე მსჯელობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს, სულ მცირე, ექვსი თვე ექნება. პროექტის თანახმად,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შედიან. ასევე, დაკონკრეტებულია იუსტიციის საბჭოს მდივნის არჩევის წესი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^