Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო პატრიარქი: ვერ ვხედავ დამარწმუნებელ მიზეზს, რატომ არ ჩამოვიდა 4 ეკლესია კრეტის კრებაზე

17 დეკემბერი, 2017 22:32

„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, რატომ არ ჩამოვიდა 4 ეკლესია კრეტის კრებაზე, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარდგა,“ - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კრეტის კრებისთვის 50 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და როცა ყველაფერი მზად იყო კრეტაზე გასამგზავრებლად, მათ ოთხი ეკლესიიდან ჩასვლაზე უარი მიიღეს. 

„გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩატარებისთვის. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არც ერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამარწმუნებელი და მოითხოვეს კრების გადადება. მაგრამ ასე შეიძლება, კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა, 2016 წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ 4 ეკლესიის გარეშე“.

მისი შეფასებით, ამ ოთხმა ეკლესიამ არ სცა პატივი მართლმადიდებლობას და არც თავის ხელმოწერებს ჟენევაში. მსოფლიო პატრიარქი ფიქრობს, რომ მათ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^