Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კულტურის სამინისტროს მიმართა - მედეა მეტრეველის ინიციატივა

20 დეკემბერი, 2017 0:46

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი Facebook-გვერდზე წერს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში შევიდა ცვლილებები - შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი და ცენტრს აღარ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანი პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე. 

GNBC-ის საბჭოს განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ფრანკფურტის ბაზრობის პროექტს შეაფერხებს

„ახალმა გარემოებებმა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ახალი რეალობის წინაშე დამაყენა და მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პროექტის ინტერესებს ემსახურება - პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. რაც შეეხება მთლიანი პროექტის სხვა საკვანძო საორგანიზაციო მიმართულებებს, რომლებიც დიდი თანხების მართვასთან არის დაკავშირებული (პავილიონი, პიარკამპანია გერმანიაში, სრული პროექტის ლოჯისტიკა, კულინარიული პროგრამა და სხვა), მიზანშეწონილია, გადავიდეს იმ უწყების მართვაში, რომელიც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი, როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ მართვაზე და შესრულებაზე“, - წერს მეტრეველი 

მედეა მეტრეველი აცხადებს, რომ აღნიშნული თხოვნით მიმართა კულტურის სამინისტროს და იმედს გამოთქვამს, რომ მიეცემა საშუალება დაგეგმილი პროექტის ლიტერატურული პროგრამა წარმატებულად განახორციელოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^