დღეს გორში საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის დაბადებიდან 139-ე წლისთავს „კომუნისტური პარტიის" წევრები აღნიშნავენ და გორში სტალინის ძელგის დაბრუნებას ითხოვენ.
ორგანიზაცია „,სტალინელის“ წევრის ზურაბ ზუმბულიძის განცხადებით, „ერთიანი კომუნისტური პარტიის“, ორგანიზაცია „სტალინელის“ წევრები და ხელმძღვანელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გორში ჩამოვიდნენ.
აქცია 11 საათიდან დაიწყო სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში და მთავარ მოედანზე გრძელდება.
სტალინის ძეგლი გორში 2010 წელს აიღეს.
იოსებე ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი, „ლიბერალის" არქივიდან