Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ganatldi.ge - ახალი პორტალი განათლების თემით დაინტერესებულთათვის

22 დეკემბერი, 2017 17:36

ონლაინპორტალი ganatldi.ge საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზოგადოების ურთიერთობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ონლაინპორტალი სკოლებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და განათლების საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, მოიძიოს პარტნიორები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა საქმიანობას განახორციელებენ; აღწერონ საკუთარი გამოცდილება და ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკა ან საგანმანათლებლო რესურსები.

„პორტალი მომხმარებლის მიერ შემუშავებულ მასალებზე დაყრდნობით არის შექმნილი, რაც საშუალებას იძლევა, გარდა ინფორმაციის მიღებისა და გაზიარებისა, ორგანიზაციებს დაუგროვდეთ საქმიანობის ისტორია. ეს სასარგებლოა იმისათვის, რომ დავინახოთ, რა ინტერესები აქვს განათლების სფეროში ამა თუ იმ ორგანიზაციას. მაგალითად, თუ სკოლა თავის მიღწევებს აქვეყნებს, ეს ადვილად დაგვანახებს, თუ რა ღირებულებები, საჭიროებები, შესაძლებლობები აქვს სკოლას. ახლა სკოლები ამ ტიპის ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე ან სკოლის facebook გვერდზე აქვეყნებენ. ინფორმაცია დაფანტულია. დაინტერესებულ პირს კი პლატფორმა საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში იხილოს ეს ინფორმაცია, დაინტერესებული პირისთვის უფრო მარტივი ხდება მისთვის საინტერესო სკოლის ან უნივერსიტეტის პოვნა. ანუ ამ პლატფორმის მიზანია შეიქმნას ერთგვარი კატალოგი განათლების სფეროში“, - ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.

პლატფორმა შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერება მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ (SYNCS)  ფარგლებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^