Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ახალი მოდელი შემუშავდა

27 დეკემბერი, 2017 12:34

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის  პილოტირებაც  თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან ახორციელებს ინტეგრირებული კლასის სერვისის მომსახურებას. ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით, ჰყავს ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები, საგნის მასწავლებელი, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ მოსწავლეებთან მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და სოციალიზაციის გაზრდის მიზნით.

ინტეგრირებული კლასი საქართველოს 8 საჯარო სკოლაში (თბილისის №166, №72, №41, №132, №55, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ბათუმის №13 და რუსთავის №21) გაიხსნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^