Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: C ჰეპატიტის აღმოფხვრა ქვეყანაში დეკრიმინალიზაციის გარეშე წარმოუდგენელია

27 დეკემბერი, 2017 19:04

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის თქმით, საქართველოში პრობლემური ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა, მკაცრი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ძალიან მაღალია. რეპრესიული პოლიტიკა კი მათ ხელს უშლის, ჩაერთვნენ პროგრამებში, რომლებიც C ჰეპატიტის მკურნალობას ისახავს მიზნად.

კაკი ზოიძის თქმით, რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და ეს სტატისტიკაში ნათლად აისახება. „საქართველო სეიშელის კუნძულებისა და რუსეთის შემდეგ, სადაც ასევე მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, არის მესამე ადგილზე, ერთ სულ მოსახლეზე პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობით. მოსახლეობის 2.01% - ეს არის კატასტროფული რიცხვი. 2.02 პროცენტია სეიშელის კუნძულებზე და ნარკომომხმარებლების ამაზე დიდი რაოდენობა ისტორიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.“ - თქვა ზოიძემ და განმარტა, რომ C ჰეპატიტსა თუ აივ ინფექციასთან ბრძოლისთვის დეკრიმინალიზაცია აუცილებელია.

„ჩვენ დღეს გვაქვს უნიკალური საშუალება, აღმოვფხვრათ C ჰეპატიტი, რომელიც აქვს ჩვენი მოქალაქეების 6%-ს, ამდენი ადამიანია დაავადებული C ჰეპატიტით და ეს კატასტროფული ციფრია. ეს არის ხავერდოვანი სიკვდილი, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა კლავს ადამიანს. სახელმწიფო უნიკალურ რამეს აკეთებს და მკურნალობს C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა ადამიანს, გვაქვს პრეტენზია, 2020 წლისთვის საერთოდ გავაქროთ ეს დაავადება. მაგრამ ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებმაც ჩაატარეს ამაზე კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს არ იქნება, თუ არ მოხდა დეკრიმინალიზაცია და ჩვენ სინათლეზე არ გამოვიყვანეთ ეს ადამიანები. საინექციო მომხმარებლები, რომლებიც არიან დაავადებულები და მათ არ ვუმკურნალეთ, არ ჩავუტარეთ კვლევა. არ ვუთხარით, რომ ნუ გეშინიათ, კვლევას ჩაგიტარებთ, გიმკურნალებთ და C ჰეპატიტი აღარ გექნებათ.“ - განაცხადა პარლამენტში ნარკოპოლიტიკის საკომიტეტო განხილვისას კაკი ზოიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^