Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია II ნარკოპოლიტიკაზე: უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, გატარდეს სხვა ღონისძიებები

07 იანვარი, 2018 0:18

„უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.

„ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები", - ნათქვამია ეპისტოლეში.

ილია II-ის საშობაო ეპისტოლე ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 იანვარი
18 იანვარი

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილ ...

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ლიბერალს“ ...
18 იანვარი
18 იანვარი

შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდამსხმელები ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. რო ...
18 იანვარი
18 იანვარი

დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ ...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პ ...
^