Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დანიშნა

08 იანვარი, 2018 15:02

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ახალი არამოსამართლე წევრი დანიშნა. ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოში ანა დოლიძემ შეცვალა, რომელიც აქამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. ამის შემდეგ 4 წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე იქნება.

პრეზიდენტის თქმით, ანა დოლიძემ წლების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და შეძლებს ამ ორგანოს უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელესაც თავისი მანდატით ევალება, რომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ფუნქციონირება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა დასახვეწია, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ. თუმცა, მის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას მხოლოდ საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს. ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, ერთგულებით იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომლებსაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებაა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დავნიშნო ანა დოლიძე.“ - განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სულ 15 წევრია. აქედან 9 მოსამართლეა, მათ შორისაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. არამოსამართლე წევრებიდან ხუთს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

ანა დოლიძე 2004 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის მაგისტრი გახდა, 2013 წელს კი მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ; 2016 წლის 27 ივნისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდის მიხედვით, 2005 წლიდან ანა დოლიძე ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტში და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^