Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: ნარკოპოლიტიკაზე პატრიარქის განცხადებები პირდაპირ ემთხვევა მთავრობის გეგმებს

08 იანვარი, 2018 15:46

„პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები პირდაპირ ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს ჰქონდა და აქვს 2013 წლიდან", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას რეაბილიტაციის სისტემა - ნამდვილი, ევროპული სტილის, რომელიც დღეს ასევე არ გვაქვს.

„ამ ყველაფერის გარეშე რა თქმა უნდა, ძნელია ვისაუბროთ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ძნელია გვქონდეს იმედი, რომ რომელიმე ნაჩქარევად მიღებული კანონი რაიმე შედეგს მოიტანს და არ იქნება პირიქით წამქეზებელი ეფექტის,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები". მისი თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკებისგან დაიცავს. 

ილია II ნარკოპოლიტიკაზე: უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, გატარდეს სხვა ღონისძიებები

კობახიძე: პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^