Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი მიენიჭა

11 იანვარი, 2018 23:53

1 იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს პირობების გარდა, შრომითი უფლებების შემოწმების შესაძლებლობაც ექნება - დამტკიცდა 2018 წლის შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა. აქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმების მანდატი ჰქონდა.

თუმცა, ძალაში რჩება წინასწარი ნებართვის აღების პრინციპი - ანუ, შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დამსაქმებლის მხრიდან წინასწარი ნებართვა აქვს. ასევე, ამავე პროგრამის მიხედვით, კომპანიას, ან დაწესებულებას, რომლის შემოწმებაც იგეგმება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დეპარტამენტი 5 დღით ადრე გააფრთხილებს.

ახალი პროგრამით ძალაში რჩება ასევე. რეკომენდაციების გაცემის პრაქტიკა - თუ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების ან უფლებების დარღვევა გამოვლინდა, შრომით ინსპექციას მისი დაჯარიმება არ შეეძლება, დეპარტამენტი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს(რეკომენდაციები და დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროა).

"პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, უზრუნველყოს შრომის კანონმდებლობითა და შრომის უსაფრთხოების ნორმებით (შემდგომში – შრომის პირობები) გათვალიწინებული მოთხოვნების დაცვა", - წერია დოკუმენტში და აქვეა მოცემული პროგრამის ამოცანები, რომელთა შორისაა: შრომის პირობების დარღვევის პრევენცია; გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება;  იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 იანვარი
18 იანვარი

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილ ...

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ლიბერალს“ ...
18 იანვარი
18 იანვარი

შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდამსხმელები ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. რო ...
18 იანვარი
18 იანვარი

დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ ...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პ ...
^