Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოლიდარობის ქსელი“ იაშვილის კლინიკაში პერსონალის შრომის უფლებების შესწავლას მოითხოვს

12 იანვარი, 2018 0:07

ხვალ, „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი“ ჯანდაცვის სამინისტროში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს პერსონალის შრომითი უფლებების შემოწმების მიზნით შრომის ინსპექციის დეპარტამენტში განცხადებას შეიტანს და კლინიკის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს. 

აქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმების მანდატი ჰქონდა. თუმცა, 1 იანვარს დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლითაც დეპარტამენტს შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც მიენიჭა. 

2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იაშვილის კლინიკიდან 100-მდე თანამშრომელი რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს. მათ დახმარებისთვის „სოლიდარობის ქსელს" მიმართეს და კლინიკის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ გათავისუფლების მიზეზის უკეთ ახსნა-განმარტებას. 

ამის შესახებ ქსელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შრომის ინსპექციისთვის ბრძოლა ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2015 წელს შრომის ინსპექცია შეიქმნა, თუმცა მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება მიენიჭა ადგილზე უსაფრთხოების და ჯანდაცვის სტანდარტების კუთხით. თუმცა ამ წლის დასაწყისში, 1 იანვრიდან, ამ კუთხით სიახლეა და მთავრობის დადგენილებით შესაძლებელი გახდა, რომ შრომის ინსპექციამ ადგილზე შრომითი უფლებების დარღვევებიც შეამოწმოს და გამოავლინოს. ხვალ სწორედ პირველი შემთხვევა იქნება შრომის ინსპექცის ამ მექანიზმის ამუშავების.

2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იაშვილის კლინიკიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლე. აღნიშნულზე განცხადება ივანე ჩხაიძემაც (კლინიკური დირექტორი), გააკეთა, რომელიც აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია არ იყო სპონტანური, უფრო მეტიც - ის წლების განმავლობაში იგეგმებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებმა მხოლოდ ბოლო სამუშაო დღეებში შეიტყვეს მათი გათავისუფლების ამბავი, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

შესაბამისად, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ "ევექსის" ადმინისტრაცია ამ რეორგანიზაციას არა ერთი კვირის, ან ერთი თვის, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა, რატომ ვერ შეიმუშავეს ამ პერიოდის განმავლობაში მედპერსონალის კვლაფიკაციის შესამოწმებელი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდებოდა კადრების გათავისუფლება? მათ უარი თქვეს პასუხი გაეცათ ყოფილი დასაქმებულებისა და სოლიდარობის ქსელისთვის, შედეგად გათავისუფლების საფუძველი და რეორგანიზაციის პროცესი კვლავ ბუნდოვანი რჩება. 

ამიტომ, გვაქვს ეჭვი, რომ ბევრი დასაქმებულის შემთხვევაში დისკრიმინაციის ნიშნები იკვეთება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ იქ დარჩენილ დასაქმებულთა შრომითი უფლებებიც ირღვევა. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ მოვითხოვოთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, რომ შრომის ინსპექციამ შეამოწმოს კლინიკის დასაქმებულების შრომითი პირობები", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

თუმცა, შრომის პირობების ინსპექციას დამსაქმებლის ნებართვის გარეშე შრომის პირობებისა და უფლებების შესწავლის უფლება არ აქვს, ამიტომ, თუ კლინიკის ადმინისტრაცია აღნიშნულზე თანახმა არ იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ვერ გამოიკვლევენ. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

ჩრდილო კორეაში ყოველწლიური ანტიამერიკული ...

აშშ-სთან ურთიერთობების დათბობის გამო, ჩრდილო კორეაში გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სიმბოლური ღონისძი ...
25 ივნისი
25 ივნისი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიურ ...

საქართველოს ბანკმა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნ ...
25 ივნისი
25 ივნისი

მთავრობის ახალ სტრუქტურას პრემიერი ხვალ ...

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას ხვალ გამართავს.  „ხ ...
^