Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

12 იანვარი, 2018 13:54

ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შუფარდა. ის დარბაზშივე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ თავად ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ, დეა გოშხეთელიანმა დაუდასტურა. 

3 იანვარს გრიგოლ ბაკურაძემ ყოფილ მეუღლეს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა, შემდეგ კი მამამისს, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა. 

5 იანვარს გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. დღეს კი სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

დეა გოშხეთელიანი მეუღლეს დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაშორდა. როგორც მედიასთან საუბარში აცხადებს, ამ პერიოდის განმავლობაში ის ყოფილი მეუღლის მხრიდან შევიწროებას და ძალადობას განიცდიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^