Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე „სითი ინსტიტუტს“ გენგეგმის წარდგენის ვადის დასახელებას დღის ბოლომდე სთხოვს

12 იანვარი, 2018 14:30

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქის განვითარების დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და იმისთვის, რომ ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ქალაქს, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

დედაქალაქის მერია „სითი ინსტიტუტს“ მიმართავს, რომ დღის ბოლომდე წარუდგინონ გონივრული ვადა, როდისთვის შეძლებენ გენგეგმის სრულყოფილი დოკუმენტის მომზადებას. „კონტრაქტორ კომპანიას, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა, სამწუხაროდ, გენგეგმის მეექვსე, დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს”, - განაცხადა თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სრულყოფილი გენგეგმის არსებობა ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მიმართულება კი მერიისთვის პრიორიტეტულია. როგორც კალაძემ განაცხადა, მერია ითვალისწინებს კონტრაქტორი კომპანიის უკვე გაწეულ სამუშაოს და ამიტომ კიდევ ერთხელ მისცემენ გენგეგმის წარდგენის შესაძლებლობას. „ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა იქნას მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „სითი ინსტიტუტ საქართველო" კვლავ ვერ მოახერხებს დოკუმენტში ხარვეზების გამოსწორებას, მერია თანხას აღარ გადაიხდის და ხელშეკრულება გაწყდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^