Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამომსვლელი: რატომ გვკარნახობენ, ღვინით უნდა დავთვრეთ თუ მაინცდამაინც თრიაქით გავიჟღინთოთ

12 იანვარი, 2018 16:59

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პაატა გიორგაძემ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამგვარი კანონპროექტი სიდუხჭირის, გაუბედურებული ცხოვრების, ხვალინდელი უიმედობის ფონზე ერის გადაშენებაზეა მიმართული.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე... ამ თრობის შედეგად ჩვენს დემოგრაფიულ მონაცემებს ვერ გავზრდით, ისედაც დაქცევის პირას ვართ. ამიტომ ჯერ ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე. კი, განვითარებულ ქვეყნებშიც მკაცრადაა მოდებული ეს სენი, სოციალური რენომე, სინდრომი, მაგრამ საქართველოში დამღუპველი იქნება, ამ მცირე ერისთვის დამღუპველი იქნება ასეთი კანონები. ლიბერალური პოლიტიკის შემოღება როგორი დამღუპველიცაა, ისეთი დამღუპველი იქნება ასეთი კანონებიც. ლიბერალურ [მიდგომაშიც] ბევრი რამ კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა გადმოვიღოთ კარგი. რატომ გვკარნახობენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ღვინით უნდა დავთვრეთ თუ მაინცდამაინც თრიაქით გავიჟღინთოთ" , - განაცხადა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^