Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში

12 იანვარი, 2018 17:13

„კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებში ყველა მხარის და განსაკუთრებით საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, ჩვენ მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირებაა. 

„საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება და ასევე მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად, კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, სხვადასხვა მხარეები ვერ ვთანხმდებით ხშირად ამ მიზნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია, ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად მსჯელობა და განხილვა“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზნის მიღწევის გზებზე, აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტშიც არსებობს. 

„არის დეპუტატების ნაწილი, ვისაც მიაჩნია, რომ ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის დეპუტატების ნაწილი, რომელთა აზრითაც გამკაცრება არის უკეთესი გზა. აქედან გამომდინარე, საჭიროა მსჯელობა და სიღრმისეული არგუმენტები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არც ერთი მხრიდან, სიღრმისეული არგუმენტები - თუნდაც სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალები არ მინახავს და არ მომისმენია. დღემდე ჩვენ გვესმის ზედაპირული მსჯელობა ორივე მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა“, - დასძინა კობახიძემ.

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ერთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების განვითარების კონცეფციაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^