Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე: „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა არ იგეგმება

14 იანვარი, 2018 12:47

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 2018 წელს გმირთა მოედანთან ახლოს, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გაფართოვდება, მაგრამ ესტაკადის მშენებლობა არ იგეგმება.

„ეს არის მხოლოდ გზის გაფართოება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ესტაკადის მშენებლობა არ იგეგმება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი 2018 წელს განხორციელდება და ის თავად ”ლაგუნა ვერეს” ტერიტორიას არ შეეხება“, - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ამ ადგილას გზის გაფართოების ინიციატივა კალაძემ წინასაარჩევნო პერიოდში გამოთქვა. საპასუხოდ, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელმა კომპანიებმა, რომლების ხარჯზეც უნდა გაფართოვდეს გზა, განცხადება გაავრცელეს. კომპანიების ერთობლივი განცხადებით, ისინი სოციალური პასუხისმგებლობის გამო, მზად არიან ამ ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საკუთარი ბენზინგასამართი სადგურები ტერიტორიიდან მოხსნან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^