გარდაბანში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" შსს-ში დაუდასტურეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, ეს სუიციდის შემთხვევაა და გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.