Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა

15 იანვარი, 2018 16:52

საქართველოს პროკურატურაში დასრულდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პაატა პავლიაშვილი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარმოებული გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის  მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს პ. პ., რომელიც დაკავების მომენტში გარდაიცვალა.

იმ ფაქტის გასარკვევად გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულმა ქმედებამ, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ.-ს ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები.

თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პ.პ.-ს მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და მათ პ.პ.-ს ხელბორკილი ახსნეს დაუყონებლივ, როგორც კი ამ უკანასკნელმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ იქნა  უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები. ასევე, საქმეზე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.

ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერას  დაფიქსირებული აქვს მხოლოდ პ.პ.-ს დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ მიერ სამხრე კამერის ჩართვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდა პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით  უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან - გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება და მოხდა მისი გარდაცვალება.

ამოღებულ სამხრე კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტიკურობისა და იმ ფაქტის გასარკვევად, ხომ არ მოხდა ჩანაწერების მონტაჟი ან/და დაკავების ამსახველი ჩანაწერის ხელოვნურად წაშლა, პროკურატურის მიერ დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 11 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პატრულის სამხრე კამერებსა და  ავტომობილის ბორტის კამერაზე წაშლის ან მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პ.პ.-ს გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ.-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო ►თვითმხილველი: „იხვეწებოდა სასწრაფო გამოიძახეთო... წაქცეულზე უკეთებდნენ ბორკილს..."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^