რუსთავში ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძე ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი იყო.
სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეoბს. 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.