Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხარაგაულში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" 60-მდე თანამშრომელმა მუშაობა შეწყვიტა

16 იანვარი, 2018 12:59

ხარაგაულში, ბეჟათუბანში კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" 60-მდე თანამშრომელმა სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა. მუშები კომპანიაში შრომითი პირობების დარღვევას აპროტესტებენ.

„ლიბერალი" გიორგი კინაძეს ესაუბრა, რომელიც გაფიცულ მუშებს შორისაა. ის ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ გვირაბში ორმა მისმა თანამშრომელმა თავზე დაზიანება მიიღო, მაგრამ არავის გაუხმაურებია და ახლა სხვა დანარჩენ, 60-მდე მუშასთან ერთად, კომპანიის მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ:

„გვირაბში მუშაობა უამრავ რისკს შეიცავს. არ გვინდა ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება. მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ადეკვატურ რეაგირებას. ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა".

რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირების ინფორმაციით, მათ 2017 წლის ოქტომბერში აღნიშნულ უბანზე განახორციელეს ინსპექტირებისა და მონიტორინგი და გამოვლინდა, რომ კომპანია შრომის კოდექსს უხეშად არღვევს.

„ადგილობრივი დასაქმებულების მხრიდან მიღებულმა გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეჩერდა, ვფიქრობთ, უკავშირდება დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ შეუსრულებლობას, გამომდინარე აქედან, მოუწოდებს სს „საქართველოს რკინიგზას“ და ააიპ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში, დროულად იქნას უზრუნველყოფილი მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო გარემო", - წერია პროფკავშირის განცხადებაში. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^