Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურის საბაგიროები და დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ სიაში მოხვდნენ

16 იანვარი, 2018 16:32

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.

„ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე, იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში. რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა შეადგინა; ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არსებული 7 ძეგლის საბოლოო სია მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება.

„ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი - იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.

12 ფინალისტს შორის მოხვდა ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ დაფუძნდა 2013 წლის იანვარში, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის - „ევროპა ნოსტრას“ მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან - ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტსა და ასოცირებულ პარტნიორთან - „ევროპის განვითარების ბანკთან“ ერთად.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^