Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს

16 იანვარი, 2018 16:59

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტის ვეტოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მიესალმება და პარლამენტს მოუწოდებს, ვეტო არ დაძლიოს. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის, დეპუტატთა ნაწილის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტები ამ კანონპროექტზე და ცვლილებები ისე მიიღოს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს. წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკს.  ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. გაითვალისწინოს პრეზიდენტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტიტეტის წევრების, კერძო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტები და ამის საფუძლველზე კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან.“ - წერია ღია წერილში, რომლის ხელმომწერებიც შემდეგი არასამთვრობო ორგანიზაციები არიან:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოება-საქართველო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საფარი

ლიბერალური აკადემია თბილისი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (IშFED)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მედიის ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GღAშშ)

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”

ათინათი

ჩვენ ჯანსაღი მომავლისათვის

სათემო კავშირი ,,ნუკრიანი"

მეგობრობის ხიდი ქართლოსი

ბოლნისის ენის სახლი

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

დემოკრატ მესხთა კავშირი

უკეთესი მომავლისათვის

სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია

დუშეთის განვითარების ფონდი

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი

სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

რეგიონის განვითარების ცენტრი

ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა

ასოციაცია „სპექტრი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^