Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრალდებულის მამა: დაცვები იცით როგორც იქცევიან. ჩემი შვილი იქნევდა [დანას] თავდაცვის მიზნით

16 იანვარი, 2018 17:53

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის, მათ შორის ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ ბრალდებულის მამა, ბიზნესმენი პაატა ქვლივიძე „პალიტრანიუსთან“ საუბრობს.

პაატა ქვლივიძე ამბობს, რომ ის უმუშევარია, არავინ ჰყავს და არც არავისთვის უთხოვია შვილის გირაოთი გათავისუფლება. ასევე ამბობს, რომ მისი შვილი, ბრალდებული თამაზ ქვლივიძე აფექტურ მდგომარეობაში თავდაცვის მიზნით იქნევდა დანას 

„არსად არ ვმუშაობ, გაუქმდა ჩვენი სამსახური და წელიწად-ნახევარია უმუშევარი ვარ. მეგობრებმა რაღაც თანხა შეაგროვეს და შევიტანეთ გირაო. მოსამართლემ რომ დაინახა, წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და აფექტში მოხდა, გამოუშვა. დაცვები თქვენც იცით კარგად, როგორც იქცევიან. ჩემი შვილი იქნევდა [დანას] თავდაცვის მიზნით და მოხდა ეგ ამბავი. გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებს ყველაფერს. არც ჩემი შვილი არ გარბის არსად, ჩვეულებროვად კიდეც ჩაბარდება და ა.შ. მოსამართლემ გამოუშვა, რა ვიცი, არც მითხოვნია არავისზე, არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცეები ჩამერია,“ - ამბობს „პალიტრანიუსთან“ პაატა ქვლივიძე. 

გუშინ კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ვერძეული: „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება კითხვებს აჩენს

შსს „ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელის საქმეზე: არ დავუშვებთ თავდამსხმელის დაუსჯელობას​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^