Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: როდესაც საქმე ეხება პოლიციელის ღირსებას, შსს-ს ხელმძღვანელობა იქნება უკომპრომისო

17 იანვარი, 2018 13:46

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან 13 იანვარს „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით,  იქ, სადაც პოლიციელის ღირსება შეილახება, შსს-ს ხელმძღვანელობა იქნება უკომპრომისო. 

„მე არ შევაფასებ  სასამართლოს გადაწყვეტილებას, ის ასრულებს თავის ფუნქციას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და მის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ ყველა,  შსს-ს ხელმძღვანელობა და თითოეული მოქალაქე  უნდა იყოს უკომპრომისო. იმიტომ რომ  იქ, სადაც პოლიციელის უსაფრთხოება არ არის დაცული, იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლუბ „ბასიანის" თანამშრომლების დაჭრასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში  ბრალდებული თამაზ ქვლივიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. თამაზ ქვლივიძეს მოსამართლემ, სპარტაკ პავლიაშვილმა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. რის შემდეგაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. 

გამოძიების ინფორმაციით, თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიანთან“ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის  მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე  დაზიანება  მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები  მიაყენა კლუბ  „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^